ჩვენს შესახებ
მოკლე ისტორია
საქართველოს ლოკოკინის მწარმოებელთა ასოციაცია 2021 წელს დაარსდა და მიზნად დაისახა ლოკოკინის წარმოების ზრდა და მეწარმეთა ხელშეწყობა, საერთო აგრო წარმოების ზრდასთან ერთად. ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველ შეუძლია, რისთვისაც საკმარისია სააპლიკაციო ფორმის შევსება და მარტივი გასაუბრეის გავლა. ასოციაციის წევრებისთვის კი ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება, წარმოების ზრდისა და მიმართულების პოპულარიზებისთვის.
ჩვენი მისია
საქართველოში ლოკოკინის წარმოების ზრდა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფერმერთა მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.
რატომ ლოკოკინა ?
ცნობილია, რომ ლოკოკინას ხორცში სამჯერ მეტი პროტეინია, ვიდრე საქონლის ხორცში, ქოლესტერინის რაოდენობა კი ამ პროდუქტში ნულს უტოლდება. მსოფლიო კულტურებში ლოკოკინის კერძების 200-ზე მეტი ვარიაციაა ცნობილი, ტარდება სპეციალური ფესტივალები და კონკურსები მიმართულების პოპულარიზაციისთვის, რაც პროდუქტზე ფასს და მოთხოვნას ზრდის. გარდა საკვები ღირებულებისა ლოკოკინა აქტიურად გამოიყენება თავის მოვლის პროდუქტებში, რაც მისი წარმოების მიზნებს კიდევ უფრო ზრდის.
