სახეობა: Helix buchii
გავრცელება: სამხრეთ კავკასია, იმერეთი, აჭარა, შაორის ტბა, მაჭახელას ხეობა
ჰაბიტატი: მთის (ძირითადად წიფლნარი) ტყე, სუბალპური მდელო
კონსერვაციის სტატუსი (საერთაშორისო):
NE (არ არის შეფასებული)
კონსერვაციის სტატუსი (ეროვნული):
NE (არ არის შეფასებული)
შენიშვნა: ბუხის ლოკოკინა კავკასიის რელიქტური ენდემური სახეობაა და გამოირჩევა დასავლეთ ევრაზიის ხმელეთის ნიჟარიან მოლუსკებს შორის განსაკუთრებით დიდი ზომებით (ნიჟარის დიამეტრი აღწევს 70 მმ-ს). გავრცელების არეალში ბუნებრივი ჰაბიტატების (ტყეების) დეგრადაცია წარმოადგენს ძირითად საფრთხეს ბუხის ლოკოკინისათვის, თუმცა ამ სახეობის კონსერვაციის სტატუსი დადგენილი არ არის.
რიცხოვნობა: პოპულაციების უმრავლესობა ხასიათდება დაბალი რიცხვით. არეალის უმეტეს ნაწილში რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრზე შეიძლება მხოლოდ ერთი ინდივიდი ცხოვრობდეს. იშვიათად პოპულაციამ მაღალ რიცხვს შეიძლება მიაღწიოს ისეთ ჰაბიტატებში, როგორებიცაა შედარებით ტენიან კირქვიანებზე განვითარებული შერეული ტყე, მთის წყაროების მახლობლად განვითარებული ინტენსიური ქვეტყე, სუბალპურ მდელოების სპეციფიკურ მიკროჰაბიტატები და სხვა.

