ერთად ვქმნით საქართველოს აგრო მომავალს

ჩვენი მისია

საქართველოში ლოკოკინის წარმოების  ზრდა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ფერმერთა მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.

საქართველოს პოტენციალი

საქართველოში ლოკოკინის წარმოების კულტურა საკმაოდ ახალია, თუმცა მაღალი პოტენციალი გააჩნია. პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოცემულს კი საზოგადოებაში ცნობადობის ზრდა განაპირობებს, ლოკოკინის დადებით მახასიათებლებსა და მის უნიკალურ გემოვნულ თვისებებზე.

რატომ ლოკოკინა ?

ცნობილია, რომ ლოკოკინას ხორცში სამჯერ მეტი პროტეინია, ვიდრე საქონლის ხორცში, ქოლესტერინის რაოდენობა კი ამ პროდუქტში ნულს უტოლდება. მსოფლიო კულტურებში ლოკოკინის კერძების 200-ზე მეტი ვარიაციაა ცნობილი, ტარდება სპეციალური ფესტივალები და კონკურსები მიმართულების პოპულარიზაციისთვის, რაც პროდუქტზე ფასს და მოთხოვნას ზრდის. გარდა საკვები ღირებულებისა ლოკოკინა აქტიურად გამოიყენება თავის მოვლის პროდუქტებში, რაც მისი წარმოების მიზნებს კიდევ უფრო ზრდის.

კონსულტაცია

ასოციაცია მის წევრებს პირველ ეტაპზე უწევს კონსულტაციას, ეხმარება გარემო პირობების ანალიზში, ლოკოკინის სახეობის სწორ შერჩევაში და აძლევს რჩევებს მის მოვლასა და წარმოებაზე.

რეალიზება

ასოციაციის წევრებისთვის წარმოებული ლოკოკინის რეალიზების ხელშეწყობისთვის ჩატარდება სპეციალური ფორუმები, ღონისძიები და წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მარტივად გაყიდონ პროდუქტი.

ადვოკატირება

ადვოკატირების ეტაპი მოიცავს სპეციალური სერტიფიკატის გაცემას ასოციაციის სახელით, რაც წარმოების სტანდარტს მიუთითებს და ეხმარება ლოკოკინის მეწარმეს პროდუქტის მაღალი ხარისხის დადასტურებაში.

ექსპორტი

ექსპორტის ხელშეწყობა ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ ეტაპზე ასოციაციის წევრებს ევროპის და სტრატეგიული პარტნიორობის ქვეყნებთან პროდუქტის ექსპორტში ვეხმარებით.

ქართველი მწარმოებლები

ლოკოკინის წარმოება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ამავდროულად საინტერესო

მაკა ლომიძე

ლოკოკინის წარმოებამ დიდი ცვლილებები შეიძლება გამოწვიოს საქართველოს აგრომიმართულებისთვის

გიორგი ბერიძე

ლოკოკინაზე მოთხოვნა ევროპის ბაზრზებზე იზრდება, შესაბამისად საქართველოს დიდი შანსები გააჩნია

ალინა მამედოვი

ბლოგი

სახეობა: Helix buchii გავრცელება: სამხრეთ კავკასია, იმერეთი, აჭარა, შაორის ტბა, მაჭახელას …

ოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, …

ვაზის ლოკოკინა (ლათ. Helix pomatia) — ფილტვიანების ქვეკლასის უხერხემლო ცხოველი მუცელფეხიანების …